დახურვა
სტილი
29.11.2022

ქართველი ემიგრანტი, ნანი კორძაია ავრცელებს ინფორმაციას ახალგაზრდა ქართველი ქალის შესახებ, რომელიც საბერძნეთში უეცრად ცუდად გახდა და უგონო მდგომარეობაში საავადმყოფოში იმყოფება.

ემიგრანტი მოუწოდებს სხვა ემიგრანტებს, თუ ვინმეა ახლო-მახლო მივიდნენ და ყურადღება მიაქციონ ახალგაზრდა ქალს.

"პათოლოგიის განყოფილებაში იპოკრატიოს საავადმყოფოში იმყოფება ქართველი გოგო 30 წლის უგონო მდგომარეობაში თეონა თევზაძე იქნებ ვინმე იცნობდეთ ან მიაკითხოთ დილას უნდა გაფრენილიყო ქუთაისის რეისით გთხოვთ გადააზიარეთ იქნებ ახლობელმა ნახოს", - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

წყარო: "სენაკის ქრონიკა"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×