დახურვა
სტილი
03.12.2022

სატელევიზიო შოუს, "პრაიმ ჰაუსის" მონაწილეები ბაგირა და გურამ შეროზია ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. შეროზიამ აღნიშნულთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსირა.

ბაგირას თქმით, გურამმა წვეულების გამო იგი უყურადღებოდ დატოვა. წვეულების დროს ბაგირა შეუძლოდ იყო და ოთახში მარტო ავიდა. გურამმა კი მას მხოლოდ ნახევარი საათის შემდეგ ააკითხა. ბაგირა კი ამაზე განაწყენდა.

მომხდართან დაკავშირებით გურამ შეროზიამ პოსტი გამოაქვეყნა:

ვინც უყურა გადაცემას:

„1. როგორც მე ვერთობოდი (სახეზე მაინც არ მიყურებდნენ?) ისე გაერთონ ეგენი ყველა

2. ქვემოთაც ბევრჯერ მივედი დეასთან, 30 წუთში ავაკითხე კიდეც, ჩემი თანაორგანიზებული ფართი მიმეგდო ანუ?

3. ავად აღარ იყო, პროტესტი ჰქონდა ბაგირას, ანუ მეც მანდვე მივწოლოდი?

4. ცეცხლზე ნავთი დაასხეს, სხვები რომ არ ჩარეულიყვნენ - დეა ასე არ მოიქცეოდა. თან, ჩემი მოყვანილი მოცეკვავე, დიჯეი და სტუმრები უცებ მიმეგდო მარტო და ასე უპასუხისმგებლოდ მოვქცეოდი?

5. სხვებმა რომ დრო იხელთეს და მეცნენ - რა სანახაობა იყო! მადლობა ლენუკას!

6. ბრეჩკის და სალომეს ჭორაობა ოთახში და მანდვე თამაზას კომენტარები - სპაზმებად მიჭერს ყელში ახლაც

ჰოდა, ახლა ნინუსიც თუ გავარდა - მერე აი როგორ უმცირესობაში ვრჩებით, წარმოგიდგენიათ?! დაუჭირეთ მხარი გთხოვთ მართლა, კიდევ ერთხელ დავისტრესე, ახლა რომ ვუყურე გადაცემას...

თუ მე შემეშალა რამე - დამიკომენტარეთ, რავიიი.

და მაინც: ყველაზე მეტად მაინც ის მეწყინა, კოსტას, სალომეს, ნოდოს და სხვების გასარჩევი რომ გავხდი",- წერს გურამ შეროზია.

წყარო: primetime.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×