დახურვა
სტილი
03.12.2022

რის გამო ჰქონდათ უთანხმოება გოჩა ჩერტკოევს და რატი გაჩეჩილაძეს ერთმანეთთან და ბლოკავდა თუ არა ის მას პროექტ ცეკვავენ ვარსკვავებში - ამ თემაზე მოცეკვავემ გადაცემაში „სიცრუის დეტექტორი" ისაუბრა.

"ამერიკაში გოჩასთან და შორენასთან ერთად ვცხოვრობდი, მერე საქართველოში დაბრუნება გადავწყვიტე. იქ რომ ჩავედი ვიყავი 16 წლის და უკან როდესაც დავბრუნდი 21-ის. 5 წელიწადი გავატარე ამერიკაში, მათთან ერთად ვცხოვრობდი, სტუდიაში დავდიოდი, ვასწავლიდი და ა.შ. ერთადერთი მიზეზი თუ რატომაც გადავწყვიტე უკან დაბრუნება იყო ის, რომ ამერიკაში წყვილი არ მყავდა და მინდოდა საქართველოში დაბრუნება, რომ ჩემი ცეკვის კარიერა გამეგრძელებინა. ამერიკაში უმეტესად ვცეკვავდი პროემს, ეს არის იგივე ცეკვავენ ვარსკვალევბის მსგავსი, სადაც პროფესიონალი და მოყვარული ცეკვავს. იქ უმეტესად კონკურსებში ვცეკვავდი 50 წლის ზემოთ ადამიანებთან. ეს ყველაფერი როცა მომბეზრდა და გადავწყვიტე და ვთქვი, რომ მე უკან დავბრუნდები ამ დროს მომივიდა უთანხმოება გოჩასთან. ძალიან კარგად მესმის გოჩასი, რადგან ამდენი ხანი, რომ აწყობდა თავის მოსწავლეებს და მეც ნელ-ნელა მაჩვევდნენ მათ, ამ დროს უცბად გადავწყვიტე წამოსვლა.

აქ ცეკვავენ ვარსკვლავების მესამე სეზონი იყო, როდესაც მან თქვა რომ მე ამ პროექტში მონაწილეობას არ მივიღებდი. დავურეკე და ვუთხარი რატომ მბლოკავ მეთქი. ორივე ერთმანეთზე ვიყავით გაბრაზებულები. გოჩასი რაც მომწონს და რაშიც ვცემ დიდ პატივეს არის ის, რომ პირდაპირია. უბრალოდ ცეკვავენ ვარსკვავებამდე დაემთხვა ის, რომ წავიკინკლავეთ და აღარ დამიშვეს პროექტზე, მაგარმ მეოთხე სეზონზე ისევ შევედი." - თქვა რატი გაჩეჩილაძემ გადაცემა "სიცრუის დეტექტორში".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×