დახურვა
სტილი
06.02.2023

ლევან კბილაშვილის დედა, მელიტა ფურცელაძე ჟურნალ „თბილისელებთან" გარდაცვლილ შვილს იხსენებს და ამბობს თუ რა წინათგრძნობა ჰქონდა მას:

„წინა დღეს ფესტივალზე იმღერა და მეუბნებოდა, 20 ათასი კაცი იყო, დე, ვერ წარმოიდგენდი, რა ხდებოდა, ხალხს ბოლომდე თვალს ვერ გაუწვდენდიო. იმდენი მსმენელი მყავს, სტადიონს გავავსებო. მერე ვიდეოები დადეს და ვნახე, ისე ხტოდა სიმღერისას, რომ საყვედურით დავურეკე, როგორ შეიძლება, ასეთი პრობლემა გაქვს ფეხზე და თავს გაუფრთხილდი-მეთქი. მითხრა, რას ამბობ, ახლა უნდა გავაკეთო ყველაფერი, ჩემი პროექტები დავასრულო, რომ ბოლოს და ბოლოს, ცოცხალი რომ აღარ ვიქნები, ჩემი ალბომები დარჩეს. აი, გონაშვილი როგორც დარჩა ლეგენდად, მეც ისე უნდა დავრჩეო. ხომ არ გაგიჟდი, რა დროს მაგაზე ლაპარაკია-მეთქი, ვუთხარი და როცა იქნება, ხომ მოხდება და მანამდე ისე უნდა გავაკეთო, რომ სალაპარაკო დავტოვოო და დატოვა კიდეც".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×