დახურვა
სტილი
18.02.2023

ხვიჩა კვარაცხელიას იტალიის სერია A-ში გატანილ მორიგ გოლს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მწერალი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება.

გიორგის თქმით, ის ხვიჩა კვარაცხელიაზე წიგნის წერას იწყებს.

„ხვიჩა კვარაცხელიას საოცარი გოლის კვალად, გამცნობთ, რომ იტალიურ მსხვილ გამომცემლობასთან შეთანხმებით, ვიწყებ პატარა წიგნის წერას ქართველ საფეხბურთო ვარსკვლავზე.

წერისას მასთან აქტიური თანამშრომლობაც მომიწევს. არც ჩემი გრაფიკია ადვილი და მისი ხომ მით უმეტეს, ვნახოთ, რა გამოვა". - წერს გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×