დახურვა
სტილი
29.09.2023

მსახიობი გიორგი გოგიჩაიშვილი 2019 წლის 4 ივლისს მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა. მისმა გარდაცვალებამ გული არა მხოლოდ ოჯახს, არამედ მთელ საქართველოს დასწყვიტა.

ჟურნალისტი ნათია ბანძელაძე სოციალურ ქსელში აწ გარდაცვლილი მეუღლის - გიორგი გოგიჩაიშვილის შესახებ ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

„35 წლის წინ თითქოს არაფრით გამორჩეული ერთი ჩვეულებრივი, მშვიდი , მხიარული საღამო იყო...იმავე საღამოს სულ რამდენიმე წუთშივე აღმოჩნდა რომ ყველაფერი - არაფერი ყოფილა ...და თურმე ყველა/ფერი საუკეთესო იმ დღიდან დაიწყო. დიდი ტკივილის მიუხედავად, ახლაც სახეზე ბედნიერების ღიმილი მითამაშებს, წინ ლამაზად გაფერადებულ ფერად ფერად ნახატებად ვხედავ ჩვენს ერთად გავლილ წლებს! ამ 35 - დან ცალკე ერთი ცხოვრება ვიცხოვრეთ ის ორ წელიწადზე მეტი, როცა ბრძოლაში შევედით, როცა ერთმანეთს უსიტყვებოდ უფრო მეტს ვეუბნებოდით ვიდრე ოდესმე. ეს დრო ყველაზე მეტი იყო, ჩვენს თავგადასავალში - როცა სიჩუმეში ვამბობდით ყველაფერს, როცა უთქმელად გამოვხატავდით ერთმანეთისადმი მადლიერებას!!! მე უდიდესი მეგობარი, საოცარი ადამიანი მყავდა ... მე სიკეთის ჯავშანი დავკარგე შენით... მაგრამ მაინც ერთად ვართ, იმდენი დამიტოვე რომ სულ ჩვენ ვართ",- წერს ნათია ბანძელაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×