დახურვა
სტილი
03.10.2023

ტელეწამყვანისა და პიანისტის, თათია შარანგიას დედა იუბილარია.

თათია დედას, მაკა ფიფიას სოციალურ ქსელში დაბადების დღეს ემოციურად ულოცავს. „დღეს ჩემი ულამაზესი დედიკოს დაბადების დღეა!

თვალს ვახელ თუ არა, ვრეკავ შენთან! რომ ვიგებ შენს ბედნიერ ხმას - მეც კარგად ვარ!! ყველა საუკეთესო თვისებამ ერთად მოიყარა შენში თავი. მე ვერასდროს ვიქნები შენნაირი. მადლობა სწორი ფასეულობებისთვის, მადლობა იმ სიყვარულისთვის რაშიც გავიზარდე, მადლობა მუდმივი ზრუნვისთვის, მადლობა მოთმინების უკიდეგანო ნიჭისთვის, მადლობა ლაღი ბავშვობისთვის, მადლობა რომ შენ და მამა სიყვარულის მაგალითად რჩებით ჩემთვის, მადლობა მარიამისთვის, ლუკასთვის... მადლობა რომ შენი ცხოვრების უდიდესი ნაწილი გვაჩუქე შვილებს, მადლობა რომ ყოველთვის გჯეროდა ჩემი..მადლობა არ დამელევა დე... მადლობა სიცოცხლისთვის.... ყველაფერი საუკეთესო მემეტება შენთვის!!! ანათე სამყარო შენი ბრჭყვიალა ფერებით 1000 წელი!!! შენი ღიმილი ჩემი ბედნიერების მიზეზია. მიყვარხარ". - წერ თათია შარანგია სოციალურ ქსელში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×