დახურვა
სტილი
03.10.2023

ახალ­გაზ­რდა ცოლ-ქმა­რი, რეზი ში­უ­კაშ­ვი­ლი და მა­რი­ამ ინა­სა­რი­ძე ეძე­ბენ ექიმს, რო­მელ­მაც მა­რი­ა­მი სიკ­ვდილს გა­და­არ­ჩი­ნა. ყვე­ლა­ფე­რი მიმ­დი­ნა­რე წლის 25 ივ­ლისს და­ი­წყო, რო­დე­საც ორ­სულ მა­რი­ამს, მშო­ბი­ა­რო­ბა უნდა და­წყე­ბო­და. მო­უ­ლოდ­ნე­ლად თავი ას­ტკივ­და, გო­ნე­ბა და­კარ­გა და სის­ხლდე­ნა და­ე­წყო. მდგო­მა­რე­ო­ბა სწრა­ფად მძიმ­დე­ბო­და. მა­რი­ა­მს, რო­მელ­საც ერთ-ერთი იშ­ვი­ა­თი, რე­ზუს უარ­ყო­ფი­თი, პირ­ვე­ლი ჯგუ­ფის სის­ხლი აქვს, სას­წრა­ფოდ დო­ნორი ს­ჭი­რდ­ებო­და, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში დიდი ალ­ბა­თო­ბით დე­დაც და ნა­ყო­ფიც გან­წი­რუ­ლი იყ­ვნენ. 

რეზი ში­უ­კაშ­ვი­ლი: "სის­ხლი და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გვჭირ­დე­ბო­და. იმ­დე­ნად სწრა­ფად, რომ მხო­ლოდ სას­წა­ულს შე­ეძ­ლო ჩვე­ნი გა­დარ­ჩე­ნა. დო­ნო­რი, იქვე, კლი­ნი­კას­თან ახ­ლოს ან კლი­ნი­კა­ში­ვე უნდა ყო­ფი­ლი­ყო. სას­წრა­ფოდ, თუ რა­ი­მე ფორ­მით შე­იძ­ლე­ბო­და, მათ შო­რის სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი­თაც გა­ვავ­რცე­ლეთ ინ­ფორ­მა­ცია, რომ დო­ნო­რი გვჭირ­დე­ბო­და. წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი თა­ნად­გო­მა ვიგ­რძე­ნი.

უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი აზი­ა­რებ­და, გვი­რე­კავ­და, მათი ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლის მი­ხედ­ვით, უახ­ლეს სად­გურ­ში გარ­ბოდ­ნენ სის­ხლის გა­სა­ღე­ბად. დო­ნო­რო­ბის უამ­რა­ვი მსურ­ვე­ლი კი გა­მოჩ­ნდა, მაგ­რამ დრო არ ით­მენ­და, სა­ნამ დო­ნო­რე­ბი სის­ხლს გა­ი­ღებ­დნენ, შე­მოწ­მდე­ბო­და, და­მუ­შავ­დე­ბო­და და ად­გილ­ზე მო­ი­ტან­დნენ, ყვე­ლა­ფე­რი სა­ბე­დის­წე­როდ შე­იძ­ლე­ბო­და დას­რუ­ლე­ბუ­ლი­ყო.

უცებ მარ­თლა სას­წა­უ­ლი მოხ­და. მა­რი­ა­მი ღუ­დუ­შა­უ­რის სა­ხე­ლო­ბის კლი­ნი­კა­ში იწვა და სწო­რედ ამ კლი­ნი­კი­დან მი­რე­კავს უც­ნო­ბი ადა­მი­ა­ნი და მე­უბ­ნე­ბა, ექი­მი ვარ, თქვენ­თვის სა­სურ­ვე­ლი დო­ნო­რი, შე­მიძ­ლია პირ­და­პირ კლი­ნი­კა­ში მი­ვი­დე, პა­ცი­ენ­ტი სად წევ­სო? როცა გა­ი­გო, რომ ღუ­დუ­შა­უ­რის კლი­ნი­კა­ში იწვა, თვი­თო­ნაც გა­უ­ხარ­და, მეც აქ ვმუ­შა­ობ და ახ­ლა­ვე ვნა­ხა­ვო. და­მი­ჯე­რებთ? მა­შინ თა­ვი­დან და­ვი­ბა­დე.

უკვე ვი­ცო­დი, რომ მა­რი­ა­მი გა­დარ­ჩე­ბო­და. ისე და­ვი­ბე­ნი, იმ ექიმს ვერც სა­ხე­ლი და გვა­რი ვკი­თხე. მისი ტე­ლე­ფო­ნის ნო­მე­რიც უამ­რავ ნო­მერს შო­რის გა­იბ­ნა. მინ­და მის მი­მართ უზო­მო მად­ლი­ე­რე­ბა გა­მოვ­ხა­ტო. მან მა­ჩუ­ქა ჩემი მე­უღ­ლის და შვი­ლის სი­ცო­ცხლე. ამის შემ­დეგ 40 ლიტ­რი სის­ხლი შეგ­როვ­და მა­რი­ა­მის სა­ხელ­ზე, რაც ცხა­დია, მა­რი­ამს ამ რა­ო­დე­ნო­ბით აღარ ჭირ­დე­ბო­და, მაგ­რამ სხვა პა­ცი­ენ­ტე­ბი იქ­ნე­ბოდ­ნენ და­ზღვე­უ­ლი. ბედ­ნი­ე­რი და აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი სრუ­ლი­ად უცხო ადა­მი­ა­ნე­ბის თა­ნად­გო­მით და მა­შინ მივ­ხვდი, რას გრძნო­ბენ უან­გა­რო დო­ნო­რე­ბი. ისი­ნი ბედ­ნი­ერ­დე­ბი­ან სის­ხლის გა­ღე­ბით. ვი­ღა­ცის­თვის შე­საძ­ლოა, ფრთი­ა­ნი ნათ­ქვა­მია, მაგ­რამ დო­ნო­რო­ბა მარ­თლა სი­ცო­ცხლის გა­ზი­ა­რე­ბა ყო­ფი­ლა.

გა­მო­გი­ტყდე­ბით, მა­რი­ა­მი ისე ცუ­დად იყო, ბავ­შვზე ვე­ღარც ვფიქ­რობ­დი. ჩემ­თვის მთა­ვა­რი იყო, ჩემი საყ­ვა­რე­ლი ცოლი გა­დარ­ჩე­ნი­ლი­ყო. სა­ბედ­ნი­ე­როდ, 25 ივ­ლი­სი ბედ­ნი­ე­რად დას­რულ­და და ჩემი ოჯა­ხი გა­ი­ზარ­და. სამ­წუ­ხა­როდ, თა­ი­აც ძა­ლი­ან ცუ­დად იყო. ბავ­შვს ამო­სუნ­თქვა გა­უ­ჭირ­და. ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში, ე.წ. ინ­ტენ­სი­ურ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში, ხე­ლოვ­ნუ­რი სუნ­თქვის აპა­რატ­ზე შე­ერ­თე­ბუ­ლი იყო და სულ ერთი თვეა სახ­ლში რომ მო­ვაბ­რძა­ნეთ. უკვე ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად არის. 

კი­დევ ერთხელ ვამ­ბობ, ძა­ლი­ან მინ­და გა­ვი­გო იმ ექი­მის ვი­ნა­ო­ბა, რო­მელ­მაც ცოლ-შვი­ლის სი­ცო­ცხლე მა­ჩუ­ქა. მისი ვალი მაქვს, რო­გორც თვი­თონ დაგ­ვეხ­მა­რა, ისე უნდა და­ვეხ­მა­რო სრუ­ლი­ად უცხო ადა­მი­ა­ნებს ჩემი სის­ხლით. ვფიქ­რობ, კე­თილ­შო­ბი­ლე­ბის გა­მო­ხატ­ვის ძა­ლი­ან დი­დე­ბუ­ლი შან­სია, რო­დე­საც დო­ნო­რო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა გეძ­ლე­ვა", - განუცხადა "ამბებს" რეზი ში­უ­კაშ­ვი­ლმა.

ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×