დახურვა
სტილი
04.10.2023

ბოლო დროს საფეხბურთო სამყაროში სულ უფრო მეტს საუბრობენ ახალგაზრდა ფეხბურთელ ზურიკო დავითაშვილზე, რომელმაც საქართველოსა და ნიდერლანდების გუშინდელ დაპირისპირებაში თავი გამოიჩინა და შესანიშნავი გოლი გაიტანა. ზურიკო დავითაშვილი საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების შემტევი ნახევარმცველია. 2017 წელს გახდა ყაზახეთის პრეზიდენტის თასის საუკეთესო ბომბარდირი 6 გატანილი გოლით. 2022 წლიდან ირიცხება "დინამო ბათუმში". 2022 წლის 30 აგვისტოს ერთწლიანი იჯარით გადავიდა ფრანგულ კლუბ "ბორდოში".

ზურიკო დავითაშვილი სოციალურ ქსელში, პროფესიულ წარმატებასთან ერთად, ხშირად აქვეყნებს კადრებს საკუთარი ყოველდღიურობიდანაც. ზურიკოს რჩეული უმშვენიერესი მია გზირიშვილია, რომელიც ახალგაზრდა ფეხბურთელის დიდი გულშემატკივარია. წყვილმა ივლისის თვეში საზოგადოებას ამცნო, რომ ისინი დაოჯახდნენ.

ზურიკო დავითაშვილის „ბორდომ" საფრანგეთის ლიგა 2-ის მეშვიდე ტურის გადადებული შეხვედრა „კანთან" გამართა და შეხვედრა ანგარიშით 1:1 დაასრულა. „ბორდომ" 34-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა, გოლი ზურიკო დავითაშვილმა გაიტანა. გოლის გატანა ზურიკომ მეუღლეს მიუძღვნა, თავის გულშემატკივარს კი ჟესტით ამცნო, რომ მალე მამა გახდება.

ზურიკომ სოციალურ ქსელში ფოტოების გამოაქვეყნა და დაწერა, რომ ის და მისი მეუღლე შვილს ელოდებიან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×