დახურვა
სტილი
24.01.2024

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიაში, 16 დეკემბერს, ძაღლმა ორი მცირეწლოვანი, ძმები – ნიკოლოზ და ლაზარე ნაკაშიძეები დაკბინა. 2 წლის ლაზარეს რამდენი ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა, ერთ-ერთი ბოლო ოპერაცია, რომელიც დაახლოებით, ერთი კვირის წინ ჩატარდა, გართულებების გარეშე დასრულდა. 2 წლის ლაზარე ახლა ექიმების დაკვირვების ქვეშაა.

ლაზარეს დედა, ლიკა ხამათაშვილი სოციალური ქსელის მეშვეობით, შვილის ჯანმრთელობის შესახებ სიახლებს პერიოდულად უზიარებს საზოგადოებას და ამასთან, ექიმებს, რომლებმაც ლაზარეს გადასარჩენად ძალისხმევა არ დაიშურეს, სამადლობელ მიმართვას უძღვნის.

"ბატონო ალექსი ექიმო!

გმადლობთ თქვენი მგრძნობიარე და პროფესიონალური დამოკიდებულებისთვის, თბილი ატმოსფეროსთვის, რომელიც ცხოვრობს თქვენს განყოფილებაში.

გულით მადლობას გიხდით და გისურვებთ შემდგომ პროფესიულ წარმატებებს და ღირსეულ ჯილდოს თქვენი შრომისთვის!

უამრავი მადლობა ჩემი ლაზარეს სითბოსთვის და მზრუნველობისთვის

მინდა გამოგიხატოთ მადლობა, ბედნიერი ცხოვრება მრავალი წლის განმავლობაში, საუკეთესო ექიმს მსოფლიოში. ლაზარეს საყვარელი ალექსი ექიმი“, – წერს ლიკა ხამათაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×