დახურვა
სტილი
24.01.2024

მსახიობი სალომე კიკუაშვილი დედობის შესახებ ჟურნალ „თბილისელების" კითხვას უპასუხა:

„ზოგს ეს ძალიან მწარედ ხვდება ყურში, მაგრამ რამდენად მწარე მოსასმენიც არ უნდა იყოს, ასეა. ხშირად გამიგონია, რომ ახალგაზრდა გოგონები შვილს აჩენენ და ამბობენ, ბარემ გავაჩენ და მერე დავისვენებო. ჩემთვის ეს დამოკიდებულება ძალიან მიუღებელია. სიბერეში წყლის მომწოდებელი ხომ მჭირდება - ეს დამოკიდებულებაც მიუღებლად მიმაჩნია. თუ ახალ სიცოცხლეს ბადებ, მაშინ მასზე უნდა იყო ორიენტირებული და არა საკუთარ თავზე და კომფორტზე.

როცა იგრძნობ, რომ შვილი იმიტომ გინდა, რომ სიყვარული და მზრუნველობა გასცე, კარგია, მაგრამ ვალდებულებების გამო შვილის გაჩენა სწორი არ მგონია. მე არასდროს მიოცნებია ოჯახსა და თეთრ კაბაზე, ყოველთვის წარმატებულ კარიერაზე ვოცნებობდი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვაკნინებ მას, ვინც ამაზე ოცნებობს. ყველას თავისი ოცნებები აქვს და მე ყველას ვუსურვებ, ისე იცხოვროს, როგორც თავად სურს".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×