დახურვა
სტილი
27.01.2024

პოეტი გელა დაიაური გარდაცვლილ მეუღლეს დაბადების დღეს ულოცავს და სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს.

„ერთი სურვილი მაქვს, არცერთ ადამიანს არ გამოაცდევინოს ის ტკივილი, რასაც ვგრძნობ უთქვენოდ. სულის ერთი ნახევარი სამუდამოდ ჩაღამდა და ჩაშავდა. ვეღარაფერი გაანათებს და გაასხივოსნებს ამ ნაწილს.... მხოლოდ სიზმარში ვარ სრულყოფილად ბედნიერი.... დაბადების დღეს გილოცავ, კუნწულიკო.... ღვთისმშობლის კალთა გფარავდეთ... ჩემო ჩასულო მზეებო ," - წერს დაიაური.

ცნობისთვის, თეონა ქუმსიაშვილს, რომელიც შვილებთან ერთად ავარიის შედეგად დაიღუპა, დღეს 40 წელი შეუსრულდებოდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×