დახურვა
სტილი
05.02.2024

მოდელი, ნატალია ყიფშიძე რუსთავის 2-ის დილის გადაცემაში, ლულუ კახიანის რუბრიკის სტუმარი იყო სადაც საუბრობდა გარდატეხის ასაკში არსებულ პრობლემებზე:

„მოზარდობის პერიოდი სულ გარდატეხის პერიოდად მახსოვს. ყველა ასაკს მოჰქონდა ახალი გამოწვევა, რომელიც მე წარმომედგინა, როგორც ბრძოლა. ამ პერიოდში დაგროვილი გამოცდილება არის ზუსტად ის, რაც დღეს ცხოვრებაში მეხმარება. მქონდა პროტესტის ეტაპი, ეტაპები, როდესაც არ მომწონდა ჩემი თავი, სულ რაღაცით უკმაყოფილო ვიყავი."

მან ასევე აღნიშნა, რომ გარდატეხის ასაკის პერიოდში დიდ გავლენას ადამიანებზე სოციალური ქსელები ახდენენ:

„თინეიჯერობისას ადამიანებზე დიდ გავლენას ახდენს სოციალური ქსელები. ყველანაირი კონტენტი იდეალურს ხდის ადამიანს, რომელიც ამას პოსტავს. მოზარდებს ხშირად ამის გამო უვარდებათ თავდაჯერება. მგონია, პირველ რიგში, საკუთარი თავი სულიერად უნდა შეგიყვარდე."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×