დახურვა
სტილი
06.02.2024

ტელეწამყვანი და მოდელი ანა კოშაძე „რუსთავი 2"-ის რუბრიკის „დედას" სტუმარი იყო. როგორც ანა კოშაძემ აღნიშნა, დედა მძიმე სენს ებრძოდა და როდესაც ის გარდაიცვალა, ანა 28 წლის იყო.

ტელეწამყვანმა დედასთან ურთიერთობის განსაკუთრებულ, ემოციურ ეპიზოდებზე ისაუბრა:

„მიუხედავად იმისა, რომ დედა ჩემს გვერდით აღარ არის, ახლაც არის ჩემი მოტივაცია, ძალა და მხარდაჭერა. როცა ძალიან მიჭირს, კიდევ უფრო ხშირად მახსენდება.

ხშირად მეუბნებოდა, რომ გარეგნობას არ აქვს ფასი, თუ ადამიანი არ იქნება შინაარსიანი და საინტერესო, სულ მიმეორებდა: უნდა იყო საინტერესო, უნდა განვითარდე. „დროს კარგავ" - მუდმივად ამას მიმეორებდა..

ყველაზე მაგარი დედა იმიტომ იყო, რომ ყოველთვის მელაპარაკებოდა, ნებისმიერ აკრძალვასაც ახსნა-განმარტებას მოაყოლებდა ხოლმე.

ერთი მომენტი ძალიან მტკივნეულად მახსოვს, სამსახურში რომ დამაწინაურეს, დედას ვახარე, მაგრამ იმდენად ცუდად იყო, რომ ემოცია ვეღარ გამოხატა, მაშინ მივხვდი, რომ მე მას ვკარგავდი...

მადლიერი ვარ, რომ ის 28 წელი მაინც მქონდა, რომელიც მასთან გავატარე", - აღნიშნავს ანა კოშაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×