დახურვა
სტილი
21.02.2024

მსახიობი ნატა ბერეჟიანი, რომელიც ფართო საზოგადოებამ სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებიდან" გაიცნო, მეორე შვილის დედა გახდა.

სასიხარულო ინფორმაციას მსახიობი ნანუკა გულუა ავრცელებს სოციალურ ქსელში და კოლეგასა და მეგობარს ორგზის დედობას ულოცავს. როგორც პოსტიდან ირკვევა, ახალშობილს თინა დაარქვეს.

„ჩემი გოგო გახდა ორგზის დედა! ულამაზესი თინა გაგვიჩინა დღეს! მინდა უბედნიერესი იყოთ, უზრუნველი და ნათელი მომავალი ჰქონდეს", - წერს ნანუკა გულუა.

პატარას დაბადებას რუსკა ქარქაშაძეც ესწრებოდა თავის ახალდაბადებულ ვაჟთან ერთად.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×