დახურვა
სტილი
02.03.2024

„ღამის შოუს" ბენდის მომღერალი თათა გიორგობიანი „ტვ იმედის" ბლიც კითხვებს პასუხობს.

რომ არა „ღამის შოუ", სად იქნებოდი ახლა?

"ღამის შოუს საშუალებით გამიცნო ფართო საზოგადოებამ. თუმცა მე მაქვს მეორე პროფესია ფსიქოლოგია და ალბათ ამ მიმართულებით ვიმუშავებდი. ახლა თანდათან ვუთავსებ ერთმანეთს.

ბავშვობაში თუ გიოცნებია, რომ ასეთი პოპულარული ყოფილიყავი?

ხშირად მეკითხებიან, რას ნიშნავს შენთვის პოპულარობაო. ეს ჩემი თვითმიზანი არ ყოფილა. თუმცა ვაღიარებ, რომ ძალიან სასიამოვნოა და ძალიან დიდი პასუხიმგებლობაა ამასთანავე.

როგორც თავად ამბობს სიმღერის ნიჭი საკმაოდ გვიან აღმოაჩინა.

"მოყვარულის დონეზე ვმღეროდი და მეგობრებთან ერთად ვხალისობდი ხოლმე ქუჩაში, ან ბარებში და შემდეგ ერთ-ერთ ღონისძიებაზე მიმიწვიეს, სადაც გელა გნოლიძემ მომისმინა. მოეწონა ხმა, ვიზუალი და ტელევიზიაში წამომიყვანა.

შოპენი მიყვარს ძალიან და შემიძლია, სულ ვუსმინო. მომღერლებიდან ალბათ სია, მიყვარს ჯესი ჯეი და ქართველებიც მომწონს ძალიან. ნიაზ დიასამიძეს მოვუსმენდი. „ღამის შოუს" ისედაც ვუსმენ.

მინდა, ჩემი საქმიანობით სამყაროს შევძინო მეტი ფერი, სილაღე და მხიარულება. ამით მგონია, რომ ჩემს დანიშნულებასაც ვასრულებ." - ამბობს თათა გიორგობიანი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×