დახურვა
სტილი
05.03.2024

მსახიობმა პაატა გულიაშვილმა, რომლის შოუმ „რუსთავი 2“-ის ეთერში უდიდესი პოპულარობა მოიპოვა, რამდენიმე კვირის წინ, ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო და თელავის თეატრიდან წამოვიდა. 

მსახიობმა „ფორტუნასთან“ ინტერვიუში ის რთული პერიოდიც გაიხსენა, რომელიც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის პრობლემებს უკავშირდებოდა.

„ნამდვილად მქონდა ჯანმრთელობის პრობლემები, მაგრამ მძიმე დიაგნოზი არ მქონია, ჯვარი მწერია. დიაგნოზი არ ვიცოდი, განვიცდიდი და ვღელავდი, სანამ თურქეთში ჩავიდოდი. კარგად ვარ, როგორც შეიძლება 45 წლის ადამიანი იყოს ამ გრაფიკში. ბევრი ადამიანი შემხვდა ტირილით. ისე გამიხარდა, რამე რომ დამემართოს, ხალხს გული დასწყდება (იცინის).

ერთმა დაწერა, ახლა ნახეთ, ეს თუ მთაწმინდაზე არ დამარხონო. სხვათა შორის, ესეც გამიხარდა (იღიმის). ერთმა ცნობილმა ადამიანმა თქვა, მსახიობს აქვს პერიოდი, როცა რომეოს თამაში უნდა, მეორე – როცა რიჩარდის და ყვარყვარესი და მესამე – როცა იწყებს საუბარს, მე მთაწმინდაზე უნდა დამმარხონო (იცინის)“,- ამბობს „ფორტუნასთან“ .

"ფორტუნა"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×