დახურვა
სტილი
19.03.2024

ტელეწამყვანი და მოდელი ნუკი კოშკელიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

ნუკი საკმაოდ აქტიურია და სასარგებლო რჩევებს ხშირად გვიზიარებს.

,,ქალში ყველაზე ლამაზი რა არის??? მე მგონია რომ ინტელექტი. ოღონდ აი ბარათაშვილის და გალაკტიონის ზეპირი ცოდნა კი არა. უფრო სხვა ინტელექტზე ვლაპარაკობ, იუმორი... და ნუ შეიძლება თმა კიდევ, მე მიყვარს ქალს რომ ლამაზი თმა აქვს. დანარჩენი მგონია მაგარი დებილობა, ფეხი, ტანი ტრაკი, აი ვუაპშე ყველაფერი.

რამდენი მინახავს შველივით ლამაზი და მერე დააბრეხვებს რაღაცას და სილამაზე ქრება. ან პირიქით ერთი შეხედვით შეუხედავი და უცბად დაიწყებს ლაპარაკს და ვაიმე, გიყვარდება, გელამაზება, ანათებს... მამაკაცზეც იგივე წესი მოქმედებს, თუმცა იქ უფრო ქცევებია თვალსაჩინო და არა საუბრის მანერა ან ხელის და ლავიწის კუნთის(თუ ასეთი არსებობს) სიმძრალვე.

თქვენ რას ფიქრობთ? რა თქმა უნდა, ვითომ საერთოდ არ ვაქცევ ყურადღებას მიწიერ სტერეოტიპებს, სამაგალითოდ გავიზნიქე და წელი ჩავაგდე, ტრაკი გავბზიკე ამ ფოტოში... მე ხომ ეგეთი რაღაცეები არ მაინტერესებს", - წერს ნუკი კოშკელიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×