დახურვა
სტილი
05.04.2024

მომღერალი ნათია ზარანდია გადაცემა „დღის პოსტს" ესტუმრა და ცხოვრების იმ რთულ ეტაპზე ისაუბრა, როდესაც მამის ავადმყოფობის შესახებ შეიტყო და მისი ჯანმრთელობისთვის ბრძოლა დაიწყო.

„ჩემი დაბადების დღის აღნიშვნიდან ორ დღეში, ექიმმა დამირეკა და მითხრა, რომ მამას მეოთხე სტადიის ტვინის სიმსივნე აქვს.

დრო არ მქონდა, რომ მეტირა, მამა სასწრაფოდ გადავაფრინეთ თურქეთში, გვითხრეს, რომ დრო არ გვაქვს და ოპერაცია სასწრაფოდ უნდა გაკეთდესო. ისეთ კოლოსალურ თანხებთან იყო დაკავშრებული, ვერ გავწვდებოდი, მეგობრებმაც მიბიძგეს რო საზოგადოებისთვის მიმემართა.

საოცარი თანადგომა იყო, სამ დღეში შეგროვდა 20 000 დოლარი, ის თანხა, რაც მჭირდებოდა.

პირობა მაქვს დადებული, თუ მამა ამ სიტუაციიდან გამოვიდა - რისი შესაძლებლობაც მქონდა, აქამდეც ვეხმარებოდი გასაჭირში მყოფ ადამიანებს - კიდევ უფრო მეტს გავაკეთებ, ბოლოს გავიღებ და გასაჭირში მყოფ ადამიანებს დავეხმარები", - აღნიშნა ნათია ზარანდიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×