დახურვა
სტილი
08.04.2024

ტანმოვარჯიშე და ტელეწამყვანი ქეთი ხატიაშვილი და მისი მეუღლე - სპორტსმენი და პოლიტიკოსი დავით კაჭარავა ცოტა ხნის წინ, ვაჟის მშობლები გახდნენ, ბიჭუნას ილია დაარქვეს.

ქეთევანი „ინსტაგრამზე" აქტიურად გვიზიარებს ყოველდღიურ, ვარჯიშის, კარიერულ თუ ოჯახურ ამბებს.

იგი პატარასთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და ემოციურ პოსტს უძღვნის.

„ჩვენ ცოტას კიდევ გავიზრდებით და მალე გაგიცნობთ ყველას. მანამდე გირჩევთ დედებს, მამებს ჩაეხუტოთ თქვენს პატარებს, აიყვანოთ ხელში და ისე დაამშვიდოთ თუ პატარას ასე უნდა, მოუსმინოთ, მოუყვეთ თქვენი დღის ამბები, მივუწვეთ და უბრალოდ პატარა თითუნებზე მოეფეროთ, რადგან ხვალ უკვე 1 დღით დიდი იქნება და ისე მალე გაიზრდება, რომ თვალის დახამხამებას ვერ მოასწრებთ",- წერს ქეთევან ხატიაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×