დახურვა
სტილი
16.04.2024

ზუკა ხუციშვილი და მისი მეუღლე შვილს ელოდებიან. წყვილმა უკვე სქესიც იცის და ისიც, რას დაარქმევს პატარას. ამის შესახებ მან ჟურნალ „თბილისელებს" გაუმხილა.

ინტერვიუდან ამონარიდს გთავაზობთ.

„სახელზე აღარ ვფიქრობთ. ბიჭია და გიოს დავარქმევთ. სამწუხაროდ, იგი მის დაბადებას ვერ მოესწრო. მიუხედავად იმისა, რომ შვილიშვილები ჰყავს ჩემი დისგან, სულ განვიცდიდით, რომ ვერ მოვასწარით, გაგვეხარებინა.

ჩვენი ქორწილის მერე მალე წავიდა ჩვენგან. თუმცა მე მჯერა, რომ ადამიანები ყველაფერს ხედავენ იქიდან, სადაც არიან. მგონია, რომ ახლაც იცის და უხარია ჩვენი ბედნიერება.

ძალიან რთულია ამაზე საუბარი, მაგრამ ვგრძნობ, რომ სადაც არის, იქიდან გვმფარველობს და გვერდით გვიდგას. რომ გავიგეთ, ბიჭს ველოდით, არც შევთანხმებულვართ, ისედაც ყველამ უსიტყვოდ ვიცოდით, რა სახელს დავარქმევდით.

გიო მართლა განსაკუთრებული ადამიანი იყო, სიყვარულის მეტი არაფერი უკეთებია. იმედია, ჩვენი შვილიც ასეთი იქნება და ცხოვრების განმავლობაში ბევრ სიყვარულს დასთესს...", - ამბობს ზუკა ხუციშვილი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×