დახურვა
სტილი
18.04.2024

ჟურნალისტი მარიკა ბაკურაძე „ფეისბუკზე" პოსტს აქვეყნებს და მწერალ აკა მორჩილაძის წერილს ეხმაურება, რომელიც ერთ-ერთ მედიაში გავრცელდა - მისი აზრი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.

„ეს რა მოულოდნელად ჩამოჰკრა უბედურების ზარმა?! აკა მორჩილაძემ დაწერა წერილი და ვაი რომ ბაბლის აზრს ვერ დაემთხვა! აი სად გავარდა მეხი!

მოწმენი მაინც არ ვიყოთ, აგერ ორიოდ თვის წინ აკას სულს რომ იფიცებდა სრულიად ფეისბუკი - ნობელიც მისი უნდა იყოს, საქართველოს სახელიც და იმას იქით რაც არსებობს, ყველაფერიო კარგი. დაიწყო ეს მღელვარების დღეები და მიადგნენ, მისწერეს, მისწერეს, კიდევ მისწერეს, თქვი შენი აზრიო, რამე თქვი, ხმა ამოიღეო.

შეაღონეს კაცი. კაცმა კი ის თქვა, რასაც ალალად ფიქრობდა და აჰა - ვერ ჩაჯდა ბაბლის სტანდარტებში.ახლა შფოთავენ - ეს ვინ ყოფილა, ეს დროში ჩარჩენილიო, ეს რა პესიმიზმია, ცოტა სტიმული მოგვცესო, ცოტა ჩვენი ლოზუნგები მაინც გაერიაო.არის დიდი დაბნეულობა. მაგრამ ეგეთები გვინახავს?ფერისცვალებების მაგალითია ბაბლის ქცევა და ყოველი დღე. ამაშია საქმე, როცა გავიაზრებთ, რომ სინამდვილეში, ჩვენი აზრის გამოხატვას კი არ გვთხოვენ, იმას გვავალებენ, რაც თვითონ აწყობთ",- წერს მარიკა ბაკურაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×