დახურვა
სტილი
27.04.2024

ირლანდიური „ცეკვავენ ვარსკვლავებიდან" დაბრუნებულმა სალომე ჭაჭუამ, პირადსა და კარიერაზე გადაცემაში „დღის პოსტი" ისაუბრა. სალომე ჭაჭუამ გაამხილა, თუ როგორ ახერხებს ყოველთვის კარგად გამოიყურებოდეს.

მისი თქმით ამის საიდუმლო ჯანსაღი ცხოვრების წესია: გადაცემის წამყვანის კითხვაზე როგორ უთავსებს პირადს ძალიან დატვირთულ ცხოვრების წესს უპასუხა:

„ფსიქოლოგიური ამბავი ყველაზე მნიშვნელოვანია, როგორ დააბალანსებ ამ ყველაფერს, ეს მოდის მაშინ ალბათ როცა საკუთარ თავთან მუშაობ, ბალანსი რთულია, თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანი".

მოცეკვავემ გადაცემაში ირლანდიური „ცეკვავენ ვარსკვლავების" შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ წელს განსაკუთრებული სითბო და სიყვარული იგრძნო ირლანდიელი გულშემატკივრებისგან:

„წელს განსაკუთრებული სითბო და სიყვარული ვიგრძენი ირლანდიელი ხალხისგან, ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია... ეს იყო ჩემთვის მესამე სეზონი, პროექტი ირლანდიურსა და ქართულ ვერსიაში განსაკუთრებული განსხვავება არაა, თუმცა, არის პატარა შტრიხები, რაც განასხვავებს ირლანდიურ „ცეკვავენ ვარსკვლავებს" ქართულისგან. მაგალითად მე რაც მომწონს ირლანდიურ ვერსიაში მხოლოდ ესემესებზე არ არის დამოკიდებული...

ბოლოს რჩება ორი წყვილი, რომელთაც ნაკლები ტექსტური შეტყობინებები აქვთ ისინი ეჯიბრებიან ერთმანეთს და ბოლოს მსაჯების და არა ესემესების შედეგად გამარჯვებული სახელდება... რაც უფრო სხვადასხვა პროექტში იღებ მონაწილეობას მით უფრო ვითარდები, პროფესიული ზრდა გაქვს, სანამ სცენაზე ვდგავარ ვერ გავჩერდები, მინდა ვიყო ერთ ერთი საუკეთესო... აქ ვარ, ჯერ არ მივდივარ უცხოეთში და ყოველთვის ვუბრუნდები ჩემს საქართველოს" - ამბობს მოცეკვავე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×