დახურვა
სტილი
08.06.2021

კინორეჟისორ ქეთი დოლიძის გამონათქვამს იმის თაობაზე, რომ პრეტენზიები აქვს იმ ადამიანებთან, ვინც ქალაქში სოფლიდან ჩამოდის, გიორგი სუხიტაშვილი ვრცელი ვიდეომიმართვით გამოეხმაურა.

მომღერალი, რომელიც წარმოშობით კარალეთიდანაა, მიიჩნევს, რომ ადამიანები ვერ გავერთიანდებით ნამდვილი მტრის მიმართ, სანამ ერთმანეთთან არ მოვაგვარებთ ურთიერთობას.

გიორგი სუხიტაშვილი:

„არ აქვს მნიშვნელობა, ადამიანები რატომ წამოვიდნენ სოფლიდან, არავის საქმე არ არის, ადამიანები რატომ იცვლიან საცხოვრებელ ადგილს, ეს მათი შეცდომაა, თუ არასწორი გათვლა, მიზანმიმართული, ისინი წყვეტენ თავიანთი ცხოვრების ბედს. ხშირად ლანძღავენ ადამიანებს, რატომ წავიდა მთიდან ბარშიო. ასე უნდა ცხოვრება. ისეთი ადამიანები აქილიკებენ, ვისაც იმ კონკრეტულ სოფელში ფეხი არ აუდგამს. სხვისი გადაწყვეტილებების გარჩევა ძალიან მარტივია ხოლმე. რას ითხოვენ მათგან, ვინც სოფლიდან წამოვიდა? რატომ არ ამუშავებენ მიწას, ზარმაცები არიანო. ვინც ამას ამბობს, საერთოდ არ იციან, რა სირთულეები აქვს სოფელს. მეც მეუბნებიან ხოლმე, წადი, ვენახი გააშენეო. ვინმემ დათვალა, ვენახამდე რომ მიხვიდე, მიწის დამუშავება რომ დაიწყება, ბოძები რომ ჩასვათ, რაზედაც მავთულები უნდა გააბათ, რა ხარჯებს უკავშირდება? არ დაგითვლიათ, არ იცით, ზოგადად…“

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×