დახურვა
სტილი
17.02.2022

სამოქალაქო აქტივისტს კუკური ბარამიძეს, იგივე დომენიკ მანგოს რამდენიმე კვირის წინ დედა გარდაეცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია სოცქსელში თავად გაავრცელა.

ამ დიდი ტრაგედიის შემდეგ პირად ფეისბუკ გვერდზე ხშირად აქვეყნებდა სენტიმენტალურ პოსტებს, თუმცა რა გასაკვირია, ადამიანმა დედა დაკარგა. დედა, რომელიც მანგოსთვის მეტად მნიშვნელოვანი ადამიანი იყო.

გლოვა შავი ფერის გარეშე გადაწყვიტა, რის გამოც ზოგიერთმა ადამიანმა გააკრიტიკა.

მანგომ კი კრიტიკოსებს მიმართა:

"მეუბნებიან, ჩაიცვი შავები და საჩვენებლად იგლოვეო. თან ჭკუას რომ მარიგებენ, თუ როგორ უნდა ვგლოვობდე საკუთარ დედას, ვიღოტავდე სახეს და ვიყო ამოშავებული. მაინც რამდენი ხანი უნდა გააგრძელონ ამ თემით მანიპულირება",- წერს მანგო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×