დახურვა
სტილი
14.07.2022

მსახიობი, გიორგი გილიგაშვილი 34 წელის გახდა. როგორც "გილიგა" ამბობს, დაბადების დღეს ერთ "მშვენიერთან" ერთად შეხვდა, თუმცა მის ვინაობას არ ასახელებს.

"წუხელ, 12 საათი რომ შესრულდა, ერთ მშვენიერთან ერთად გახლდით. კარგად არ ვიცნობ, სახლამდე ვაცილებდი. აღმოჩნდა, რომ იმ მშვენიერად შევხვდი დაბადების ღამეს. შემდეგ ჩემმა დებმა, ძმებმა, ოჯახის წევრებმა დამირეკეს, სანამ ტელეფონს გამოვრთავდი, ჩემმა ერთმა ძმაკაცმა დამირეკა, თურმანიძეა გვარად. ისეთი ტკიბილი კაცია, თურმანიძის მალამო რომ არის, ყველაფრის მანკურნებელი, ზუსტად ასეთია. შემდეგ ტელეფონი გავთიშე. მინდოდა გამეაზრებინა, რომ სამი და ოთხი, ეს სამოთხის ციფრები შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში, მსურდა, ჩემი თავის შორიდან დანახვა. სხვათა შორის, წუხელ ძალიან დიდი მთვარე იყო. შემდეგ ჩემმა დამ მითხრა, მთვარის დაბნელება იყოო. დაბნელება კი არა, მე ვფიქრობ, მთვარის დაბადება იყო, მზესავით ანათებდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×