მომღერალი მეგი გოგიტიძე სოჭსა და მოსკოვში კონცერტებს გამართავს. ამის შესახებ ინფორმაცია მის ვებგვერდსა და სოციალურ ქსელში ვრცელდება.
გამოქვეყნებული განრიგის მიხედვით, სოჭში კონცერტი 29 ივლისს არის დაგეგმილი, მოსკოვში კი 6 აგვისტოს.
გოგიტიძის კონცერტზე ბილეთის ფასი 1 500-დან 5 000 რუბლამდეა, რაც დაახლოებით, 80-დან 270 ლარამდეა.
კლუბმა Sector 26-მა მეგი გოგიტიძეს ბათუმში კონცერტი გაუუქმა. ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.
„24 ივლისს დაგეგმილი ღონისძიება, სადაც უნდა ემღერა მეგი გოგიტიძეს გაუქმდა!
ამ დღის ახალი ღონისძიების დეტალებს მალე დავაანონსებთ!
მადლობა“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.