დახურვა
სტილი
14.06.2021

მომღერალი, თიკა ჯამბურია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ მას დახმარება სჭირდება.

„არ ვიცი რა უნდა ვთქვა! არ ვიცი. დამეხმარეთ რა, გთხოვთ, მარტო ვერ ვერევი ამ არაადამიანებს“,- წერს ჯამბურია.

ის აზიარებს ინფორმაციას, რომელიც ძაღლს, სახელად სქელოს ეხება.

„ყველა იცნობთ ძაღლს, სახელად სქელო, იგივე მოკლე, ეს რამდენიმე დღე რაღაც ხშირად თვ​ალში არ მხვდებოდა, იმ დღეს წვიმის დროს სკვერში ხესთან მობუზულიც კი იჯდა. წესით მიწისქვეშა გვირაბში ბინადრობს და იქ უნდა ყოფილიყო. ახლაც ჩავედი და ვერსად ვნახე, მითხრეს რომ გუშინ მუნიციპალიტეტი მოსულა და ამ ადგილიდან გაუგდიათ.

მიზეზი? ხელს უშლის გამვლელებს და ვიღაც ბავშვზე გაიწია. ეს არის ტყუილი, ის არავის ერჩის, ღმერთმა იცის როგორ გააგდეს და შეშინებულია ეტყობა. რა უნდათ, ვის რას უშლის ვერ გავიგე, ამ ერთი ბეწო სიყვარულის ბუშტს ძალიან ვდარდობ, რამე არ დაუშავონ ან არ გადასვან სხვაგან, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ ამ ქვეყანაში ჯოჯოხეთური ცხოვრება აქვთ მიუსაფარ ცხოველებს“ – თიკა ჯამბურია სოციალურ ქსელში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×