დახურვა
სტილი
17.06.2021

ჯულიანა ბარ-გნარმა ცოტა ხნის წინ სტილი შეიცვალა, თან, იმდენად, რომ ბევრმა იფიქრა, ეს ცვლილება პლასტიკური ოპერაციების დამსახურება იყო.

"ძალიან გამიჭირდა პანდემიასთან შეგუება, მაგრამ მობილიზება სწრაფად მოვახერხე. ჩემს თავს ვკითხე, რა გჭირდება ბედნიერებისთვის-მეთქი. ერთ ადგილას გაჩერება არ შემიძლია, მინდა, მუდმივად ვვითარდებოდე. პირველი პერიოდი ვფიქრობდი, რომ დავისვენებდი და მალე ჩვეულ ცხოვრებას გავაგრძელებდი, მაგრამ როცა გავაცნობიერე, რომ მალე არაფერი დამთავრდებოდა, მივხვდი, რომ საკუთარი თავისთვის უნდა მეშველა. ვიყიდე ყველაფერი და სახლში მინიდარბაზი მოვაწყვე, ინტენსიური ვარჯიში დავიწყე, მერე ხატვასაც დავუთმე დრო, რაც ძალიან მიყვარს და არაჩვეულებრივი თერაპიაა. სხვა სამყაროში გადასვლა მჭირდებოდა და ამას ცეკვის, ვარჯიშისა და ხატვის დროს ვახერხებდი. დროის დეფიციტის გამო ყოველთვის მქონდა წიგნის კითხვის პრობლემა და ახლა დღის რეჟიმში ამის ჩასმაც მოვახერხე. ვგრძნობ, რომ ამასაც სხვა სამყაროში გადავყავარ და მავსებს. მერე მე და ოთომ (ფოლადაშვილი) გადავწყვიტეთ, ცეკვის გაკვეთილები ონლაინ გაგვეკეთებინა. რადგან ამ ფორმატში სწავლებისთვის დებიუნტანტები ვიყავით, ჩვენც რომ შეგვეძინა საჭირო ცოდნა, თვითონაც ავიღეთ ონლაინ-გაკვეთილები მსოფლიო დონის მწვრთნელებთან. ეს ძალიან დაგვეხმარა. თავიდან ცეკვის ონლაინ-სწავლება წარმოუდგენლად გვეჩვენებოდა, მაგრამ იმდენად მაგარი რჩევები მივიღეთ, ისეთი მაგარი ტექნოლოგიები ვისწავლეთ, რომ ძალიან შედეგიანი გაკვეთილები გამოგვდის.

მე და ჩემმა სტილისტმა ბევრი ვიცინეთ თმის ფერთან ერთად რომ სახეზე დეტალები შევიტანე. სახეზე პლასტიკური ოპერაცია გავიკეთე. ვკითხე, პლასტიკური ქირურგიც ხომ არ გახდი-მეთქი? ვფიქრობ, რომ თმის ამ ფერმა ნაკვთები სხვანაირად გამომიკვეთა და ამიტომ, ბევრს ეგონა, რომ პლასტიკური ჩარევები გავიკეთე. საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ მე, მართლა, მხოლოდ თმის ფერი და სიგრძე შევიცვალე და ჯერ პლასტიკური ჩარევა არ დამჭირვებია. ეს ცვლილებებიც პანდემიამ შემოიტანა ჩემს ცხოვრებაში. სხვა დროს ასეთი სარისკო ნაბიჯი საშიში იქნებოდა. პანდემია რომ არა, ასეთ რადიკალურ ექსპერიმენტს ვერ ჩავატარებდი. ცვლილებები და სიახლეები ძალიან მიყვარს და დიდხანს ვფიქრობდი, მომიხდებოდა თუ არა ეს ფერი და რაღაც მომენტში გადავწყვიტე, რომ დრო იყო. ვნერვიულობდი, მრავალი წელია, საზოგადოებას ქერა ჯულიანა ბარ-გნარი ახსოვს და არავის წარმოუდგენია, რომ ჩემი ბუნებრივი ფერი ასეთია.

ვფიქრობ, რომ გულთან ახლოს ის მიდის, რაც ბუნებრივად გამოიყურება. ამიტომ ვცდილობ, ჩემი ცეკვა მაქსიმალურად ბუნებრივი იყოს. მგონია, რომ ამიტომაც მოჰყვა დიდი გამოხმაურება ჩვენს შესრულებას. ცხოვრებაშიც ყველაზე მეტად გულწრფელობას ვაფასებ და ჩემს თავთან არ ვიქნები მართალი, თუ ვითამაშებ. მე პირიქით ვფიქრობ, ადამიანს რაც უფრო ემატება ასაკი, მეტი უფლება აქვს, არ ითამაშოს და საკუთარი პოზიციები გამოხატოს. წლები რომ მემატება, ფეხზე უფრო მყარად ვდგები და საკუთარ პოზიციებში ვრწმუნდები, მათ ღიად გამოვხატავ და იქ, სადაც ვერ ან არ მიგებენ, არ ვჩერდები."

იხილეთ სრულიად: თბილისელები

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×