დახურვა
სტილი
21.06.2021

ნინი ბადურაშვილი „ინსტაგრამ სთორიში“ ანრი ჯოხაძესთან ერთად გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს, სადაც საკუთარ ისტორიას ჰყვება. ნინის თქმით, ანრისთან ერთად ბევრს დადის მანქანით და ხშირად შექმნია პრობლემები.

„ამდენს, რამდენსაც ჩვენ დავდივართ, ვინ დადის კიდევ?“ - ამბობს ნინი.

რაზეც ანრი პასუხობს: „მე ვეჭვობ, წლის ბოლოს მაწანწალების დაფას შექმნიან და მე და შენ პირველები ვიქნებით გამოკრულები“.

„ძირითადად გვერევა გზა და სულ სადღაც მივყავარ“,- აგრძელებს ნინი, რომელზეც ანრი კომენტარს აკეთებს და ამბობს, რომ ახლაც აერია გზა.

ნინის თქმით, გზის არევის გამო კარიერაში პრობლემები შეექმნა: „ამის გამო, დაახლოებით სამი კონცერტიდან ვარ მოხსნილი“. „მათ შორის მეც“ - აგრძელებს ანრი.

„ახლაც აერია გზა და სად ვართ კაციშვილმა არ იცის“,- ამბობს ნინი ვიდეოს დასასრულს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×