დახურვა
სტილი
16.07.2022

ნუკი კოშკელიშვილი „იუთუბზე" ერთ-ერთ გადაცემას ესტუმრა და საკუთარ ცხოვრებაზე ისაუბრა. ნუკი შეეხო მის სტილს და ხალხის მისდამი სიყვარულსაც:

„არ ვიცი თუ ვუყვარვარ ხალხს, როდესაც ვუყვარვარ, ეს ძალიან სასიამოვნოა. ყველამ უნდა გავცეთ სიყვარული და უკან დაგვიბრუნდება, მაგრამ მინახავს ბოროტი ადამიანებიც, რომლებიც კარგად ცხოვრობენ. არ მაქვს მაინცდამაინც არც გემოვნება, არც ხედვა, სხვა ადამიანებს ვუყურებ და ვცდილობ გავიმეორო ხოლმე მსგავსი სტილი, ამიტომ არ ვიცი ჩემში განსაკუთრებული რა უნდა მოეწონოს ხალხს", - თქვა ნუკიმ.

ნუკიმ ასევე გაიხსენა ის პერიოდიც, როდესაც ის ბულინგის მსხვერპლი იყო:

„ყველაფერი არის დამოკიდებული ადამიანზე, შეიძლება ვიღაც დააბულინგო და ამით ეს ადამიანი ჩაახშო, ან გააბოროტო, მაგრამ ზოგჯერ ბულინგი ადამიანებისთვის მოტივაციაა, რომ უკეთესები გახდნენ, ჩემს შემთხვევაშიც ასე იყო. ეს არის ფსიქიკა, ვინ როგორ მიუდგება ამაზეა დამოკიდებული. ყველას, ვინც ბულინგის მსხვერპლია, ვურჩევდი რომ არასდროს არავის მისცეთ იმის უფლება რომ დაგაბულინგონ. ადამიანი, რომელიც იცლის იმისთვის რომ შეურაცხყოფა მოგაყენოს ან განიხილოს შენი ცხოვრება, არ არის ბედნიერი, რადგან ბედნიერ ადამიანს არავის დაბულინგება არ სჭირდება", - ამბობს მსახიობი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×