დახურვა
სტილი
28.05.2021

ანჯელინა ჯოლისა და მისი ყოფილი მეუღლის, ბრედ პიტის სასამართლო პროცესი დასრულდა. როგორც იქნა, ბრედმა მოიპოვა ბავშვების ნახვის უფლება და თანაც ადვოკატისა და სოცმუშაკის მეთვალყურეობის გარეშე.

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ვარსკვლავურ წყვილად ითვლებოდნენ, სინამდვილეში ბრედი და ენჯი მხოლოდ 2 წლის განმავლობაში იყვნენ დაქორწინებულნი, მათი დავა და კამათი სასამართლოებში თითქმის 6 წელია გრძელდება. უთანხმოების მთავარი საფუძველი ბავშვებზე მეურვეობის უფლება იყო. ანჯელინას სურდა და ახლაც სურს, რომ ბრედს ბავშვებზე არანაირი უფლება არ ჰქონდეს. ბრედმაც არ დაუთმო - აცხადებს, რომ ანჯელინაზე არანაკლებად

უყვარს როგორც ბიოლოგიური, ასევე აყვანილი შვილები და ბავშვებსაც მამა ძალიან სჭირდებათ. უნდა ვაღიაროთ, რომ ანჯელინას აღზრდის მეთოდებიც, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან თავისებური და საკამათოა. მაგალითად, ბავშვებს ერთი დღეც არ უვლიათ სკოლაში, სახლში იღებენ განათლებას. ამის გამო, პრაქტიკულად არ ჰყავთ მეგობრები. მხოლოდ ძიძებს, მასწავლებლებს და თავიანთ ვარსკვლავ დედას ეკონტაქტებიან.

სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ კი ბავშვების ცხოვრება გაცილებით მეტ მრავალფეროვნებას შეიძენს.

მოსამართლის განჩინებით, ბრედ პიტმა თანამეურვეობა მოიპოვა 17 წლის პაქსზე, 16 წლის ზაჰარზე, 14 წლის შაილოსა და 12 წლის ტყუპზე, ვივიენსა და ნოკსომზე. წყვილის უფროსი შვილი 19 წლის მედოქსი მეურვეობის ასაკს აღარ ექვემდებარება.

ამიერიდან ბრედი მეტ დროს გაატარებს შვილებთან. ანჯელინა კი ძალიან უკმაყოფილოა სასამართლოს გადაწყვეტილებით. როგორც უახლოესი გარემოცვა

აღნიშნავს, სასამართლოს განჩინების გამო ჯოლი გაცეცხლებულია და ბრძოლის გაგრძელებას აპირებს. ამბობს, რომ ამ რეალობას ვერ შეეგუება და ყველაფერს გააკეთებს, რომ ბრედს ბავშვების ნახვის უფლება აეკრძალოს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×