დახურვა
სტილი
31.05.2021

მომღერალი ნინა წკრიალაშვილი ბოლო წლებია ტელეეკრანებზე ნაკლებად ჩანს, ნინა სოციალურ ქსელშიც იშვიათად აქტიურობს და სიახლეებს გამომწერებსა და მეგობრებს თითქმის არ უზიარებს.რამდენიმე დღის წინ მომღერალმა ახალი სურათი დადო, სადაც მაგიდაზე ერთად ღვინო, სიგარეტი და წნევის აპარატი უდევს. ფოტოდან ჩანს, რომ ნინა შესანიშნავ ფორმაშია და მომღერალს მცირე პაუზა მოუხდა. ფოტოს ხალხის თბილი კომენტარები მოჰყვა.ნინა თამო ვაშალომიძის ფოტოებით დაინტერესდა და მოდელის ბოლო ფოტოსესიის თემა მისთვისაც ნაცნობი აღმოჩნდა. 

"ძალიან აქტუალური თემა და პირადად მე უამრავჯერ დავიწყე ნულიდან! 

ჩვენ ყველაფერი შეგვიძლია თუ საკუთარ თავთან მართლები ვართ! - უწერს ნინა თამოს ფოტოზე.

- ნინა შენ საოცარი გოგო ხარ უძლიერესი და მიხარია რომ გიცნობ.

- ყოველთვის ვერ ვარ, მაგრამ დაცემის მერე წამოდგომაზე ვგიჟდები! და მგონი მალე ავდგები კიდევ ერთხელ და შენ ხარ ძალიან ძლიერი! ყოჩაღ! წარმატებები!

- ყველაფერში ვერ ვიქნებით.მეც მაქვს სისუსტეები და ვარ რაღაც საკითხებში სუსტი, მაგრამ თუ დავეცი ის დაცემა უფრო ბევრ რამეს მასწავლის. შენ გვაკლიხარ აქ და იმედია მალე ჩამოხვალ", - ვკითხულობთ თამოს ფოტოს კომენტარებში.

მომღერლის ცხოვრებაში სკანდალები არაერთხელ ყოფილა და ნინას მსგავსი ტკივილიც განუცდია. მას მცირე ხნის წინ მოძალადე მამაკაცმა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გამოუქვეყნა.

მომღერალი თავის ცხოვრებაზე საჯაროდ საუბარს არ ერიდება, თუმცა ამ ფაქტის შემდეგ მალევე ნინა საბერძნეთში გადავიდა საცხოვრებლად. მომღერალს სწერენ, რომ საქართველოში მალე დაბრუნდეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×