დახურვა
სტილი
10.06.2021

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი მოსალოდნელ მზის დაბნელებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს:

„ჩემო მეგობრებო, შეგახსენებთ, რომ დღეს 10 ივნისს მზის დაბნელება და ახალმთვარეობაა… მშვიდად განვლეთ ეს დღე, მოერიდეთ მზის ნეგატიურ სხივებს უახლოეს 3 დღეში. ნუ გადაიღლებით, როგორც ფიზიკურად და გონებრივად, ასევე ფსიქოლოგიურად და სულიერად…

10 ივნისს, თბილისის დროით 14:52 საათზე, მზის რკალისებური დაბნელება – რა უნდა ვიცოდეთ

 ძალიან კარგია ლოცვა, მედიტაცია, ახალი საქმეების ფურცელზე ჩამოწერა. მოერიდეთ რთულ საკვებს, მიირთვით მსუბუქი საკვები, სეზონური ხილ-ბოსტნეული 80% უმი სახით.  დაისვენეთ და მოუსმინეთ შინაგან ხმას… შეიმეცნეთ თქვენი თავი და გაუგზავნეთ სამყაროში ყველას თავისუფლება, სიკეთე, ბედნიერება, ჯანმრთელობა, სიყვარული, შენდობა და მზის სხივები.

დალოცეთ ყველა ბავშვი, დიდი და პატარა, ყველა სულიერი, მოხუცი და ახალგაზრდა, ქალი და კაცი, ბიჭი და გოგო… მტერი და მოყვარე, ყველა დალოცეთ. სიკეთე გქონოდეთ“, – ვკითხულობთ ასტროლოგის ფეისბუკ-პოსტში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×