დახურვა
სტილი
24.06.2021

ტოქსიკოლოგები მოქალაქეებს, მაღალი ტემპერატურის გამო, მომდევნო დღეების განმავლობაში ალკოჰოლის მიღებისგან თავი შეიკავონ

ტოქსიკოლოგები საზოგადოებას რეკომენდაციებით მიმართავენ და მოქალაქეებს მოუწოდებენ, ქვეყანაში მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურის გამო, მომავალი 8 დღის განმავლობაში, ალკოჰოლის მიღებისგან თავი შეიკავონ.

„კლინიკური ტოქსიკოლოგიური ასოციაციის“ გამგეობის თავმჯდომარის თემურ კობახიძის განცხადებით, ბოლო სამი კვირის განმავლობაში, თბილისში მწვავე ტოქსიკური მოწამვლით პაციენტების ჰოსპიტალიზაციის შემთხვევებმა იმატა.

კობახიძის განცხადებით, ინტოქსიკაცია ალკოჰოლით, ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებით, ან მათი ერთობლივი

„მთელს მსოფლიოში აღიარებულია, რომ პანდემიის პერიოდში, მწვავე მოწამვლის რაოდენობამ დაიკლო, თუმცა ბოლო სამი კვირის განმავლობაში, თბილისში მწვავე მოწამვლით განვითარებულ უგონო მდგომარეობაში მყოფი ავადმყოფების რაოდენობამ მოიმატა. შემთხვევების უმეტესობა ძირითადად ალკოჰოლური ინტოქსიკაციით, სინთეტიკური ნარკოტიკული საშუალებების გამოყენებით, ან კიდევ ორივეს ერთად მიღებით არის გამოწვეული.

არ არის გამორიცხული, რომ ნარკოტიკის ახალი პარტია იყოს შემოტანილი, რომელიც უფრო ტოქსიკურია და ეს ხალხი სწორედ ამიტომ ხვდება სტაციონარში, მაგრამ ჩემი შეხედულებით, ამის გამომწვევი ყველაზე რეალური მიზეზი ის არის, რომ მოსახლეობამ დაიწყო თავისუფალი სიარული და ქცევა, ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებებს კი ნაკლებად აქცევენ ყურადღებას“, – განაცხადა მან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×