დახურვა
სტილი
26.06.2021

ზაფხულის ცხელი დღეების დადგომასთან ერთად სულ უფრო და უფრო იმატებს იმის რისკი, რომ ადამიანის ორგანიზმი გამოშრეს. ექიმი გიორგი ღოღობერიძე ზაფხულში კიტრის ჭამას გვირჩევს.

როგორც ღოღობერიძე ამბობს, ორგანიზმის გამოშრობის თავიდან ასაცილებლად, კიტრის ჭამას ბევრი სხვა ფუნქციაც აქვს. ამ შემთხვევაში ექიმი კიტრის იმ ნაწილზე ამახვილებს ყურადღებას, რომელსაც მწარე გემო აქვს.

როგორც ექიმი ამბობს, კიტრის ეს ნაწილი შეიცავს ისეთ ნივთიერებას, როგორიც არის კუკურბიტაცინი.​ ამ ნივთიერების გამო კიტრის ბოლო ნაწილი სასარგებლო შეიძლება იყოს მათთვის, ვისაც მიდრეკილება აქვს თრომბოზისკენ. ასევე სასარგებლოა მათთვის, ვისაც მიდრეკილება აქვს ოსტეოპოროზისკენ.

ასევე ასაკოვნებში კიტრი შეიძლება იყოს კარგი დაბალი წნევის, აჩქარებული გულის ცემის, შეკრულობის და სხვა ბევრი რამის წინააღმდეგ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×