დახურვა
სტილი
30.11.2023

ჩინური ახალი წელი 2024-ში აღნიშნავს დრაკონის წლის დასაწყისს, რომელიც 2024 წლის 10 თებერვლიდან 2025 წლის 28 იანვრამდე გაგრძელდება.

დრაკონი ჩინურ ასტროლოგიაში პატივსაცემი სიმბოლოა – ცნობილია თავისი ძალით, სიბრძნითა და წარმატებით. 2024 წლის ჩინური ჰოროსკოპის მიხედვით, გამონაკლისი არც მომავალი დრაკონის წელი იქნება.

„Postv“-ის ეთერში ასტროლოგმა მიხეილ ცაგარელმა ისაუბრა თემა – ზოდიაქოს რომელი ნიშნებისთვის იქნება დრაკონის წელი იღბლიანი?

„მომავალ წელს ორი ფავორიტი გვყავს და ერთ-ერთია კურო, რომელიც ივნისის შუა რიცხვებამდე იქნება ფავორიტი, ივნისის შუა რიცხვებიდან კი - ტყუპები. მოემზადეთ, ეს ორი ნიშანია მთავარი ფავორიტი. პირველი ნახევარი მისთვის მნიშვნელოვანია კომპლექსების და შეზღუდვების მოხსნისთვის. ამ პერიოდში მთავარი საკითხია ის, რომ კარგი დროა გამრავლებისთვის. საზოგადოებრივი აღიარების საშუალება ეძლევა. მეორე ნახევარში კი კარგი პერიოდია ფინანსური პრობლემების მოგვარებისთვის“, – თქვა მან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×