დახურვა
სტილი
24.05.2021

სპეციალურად გაწვრთნილ ძაღლებს კოვიდინფიცირებული ადამიანების ამოცნობა სუნის, ყნოსვის მეშვეობით შეუძლიათ. კორონავირუსით დაავადებულები ატარებენ სპეციფიკურ სურნელს, რომლის შეგრძნებაც ადამიანებს ცხვირის რეცეპტორებით არ შეუძლიათ.

ეს მეთოდი შესაძლოა საკმაოდ ფართოდ იქნას გამოყენებული აეროპორტებსა და სხვა თავშეყრის ადგილებში.

ძაღლების ეფექტურობასთან დაკავშირებით არაერთი ექსპერიმენტი ჩატარდა. ცხოველებმა შეძლეს 88 პროცენტის სწორად ამოცნობა და აგრეთვე, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ 16 პროცენტს არ ჰქონდა კოვიდი, მაგრამ ეს ადამიანები სხვა ტიპის ვირუსს ატარებდნენ.

ამ საოცარი არსებების ყნოსვა, ადამიანის ყნოსვას 100000-ჯერ აღემატება. სწორედ ამიტომ გამოიყენება ეს კონკრეტული შინაური ცხოველი ნარკოტიკების ამოსაცნობად. 

ძაღლებს შეუძლიათ უსიმპტომო ვირუსის ამოცნობაც, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადამიანს არ აქვს არანაირი სიმპტომი, მაგრამ გადამტანია, სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლები აუცილებლად შეძლებენ მათ კლასიფიცირებას. გამოკვლევებით ისიც დგინდება, რომ ორ ძაღლს 30 წუთის მანძილზე 300 ადამიანის "გამოკვლევა" შეუძლიათ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×