დახურვა
სტილი
18.02.2022

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი აცხადებს, რომ „კვლევების მიხედვით, აუცრელებში „ომიკრონის" მიერ ჩამოყალიბებული იმუნიტეტი ძალიან სუსტია და არც მუშაობს". როგორც „პირველი არხის" ეთერში საუბრისას ზაზა წერეთელმა განმარტა, „გარისკვა, რომ არ ავიცრები და იმუნიტეტს დაავადების გადატანით ჩამოვიყალიბებ, არ შეიძლება, რადგან შესაძლოა ვირუსის მიმდინარეობა გართულდეს და ადამიანს ხანგრძლივი „კოვიდი" დარჩეს".

„კვლევებმა აჩვენა, რომ აუცრელებში „ომიკრონის" მიერ ჩამოყალიბებული იმუნიტეტი ძალიან სუსტია და არც მუშაობს. იმის გამო, რომ საქართველოში დაბალი ვაქცინაცია იყო, ჩვენ გასაქანი მივეცით არა მარტო „ომიკრონს", არამედ ყველა სხვა შტამს, რომ გავრცელებულიყო და ადამიანები დაინფიცირებულიყვნენ. შეიძლება, ვიღაც ფიქრობს და იძახის, რომ დაინფიცირებით შეიძენს იმუნიტეტს, მაგრამ კვლევებმა აჩვენა, რომ თუ თქვენ აცრილი არ ხართ, „ომიკრონის" მიერ ჩამოყალიბებული იმუნიტეტი ძალიან სუსტია და საერთოდ, არც მუშაობს. მეორე, შეიძლება, ის გაგირთულდეს და ხანგრძლივი „კოვიდი" დაგრჩეს. ამიტომ, გარისკვა, რომ არ ავიცრები და იმუნიტეტს დაავადების გადატანით ჩამოვიყალიბებ, არ შეიძლება", - განაცხადა წერეთელმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×