დახურვა
სტილი
24.05.2021

საქართველოს მოსახლეობა იმდენად მცირეა, რაც არ უნდა ინტენსიური იყოს ვირუსის ცირკულაცია, ახალი შტამების წარმოქმნის ალბათობა, ასეთი მცირე მოსახლეობის მქონე ქვეყნებში ნაკლებად სავარაუდოა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

მისი თქმით, კორონავირუსის ახალი შტამები იმ ქვეყნებში წარმოიქმნება, სადაც ვირუსი ათეულ მილიონობით ადამიანში ცირკულირებს.

„სამწუხაროდ, საქართველოს მოსახლეობა იმდენად მცირეა, რაც არ უნდა ინტენსიური იყოს ვირუსის ცირკულაცია, ახალი შტამების წარმოქმნის ალბათობა, ასეთი მცირე მოსახლეობის მქონე ქვეყნებში ნაკლებად სავარაუდოა.

ეს უფრო იმ ქვეყნებში მოხდება, სადაც ვირუსის ათეულ მილიონობით ადამიანში ცირკულირებს. ვირუსიც ისეთივე ცოცხალი არსებაა, მუტაციები, სჭირდება, რომ უკეთ მოერგოს საცხოვრებელ გარემოს, რომელიც ჩვენი უჯრედებია", - განაცხადა პაატა იმნაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×