
მსახიობი და შოუმენი ნიკა ქავთარაძე ახლახან ეკრანს საკუთარი იუმორისტული შოუთი დაუბრუნდა და ამ სიახლის გარდა, საკუთარ პირად ცხოვრებაზეც ისაუბრა:
„მეორედ ოჯახის შექმნაზე ბევრად მეტი ვიფიქრე და ბევრად უფრო ვემზადებოდი, ვიდრე პირველ შემთხვევაში. ჩემი გადაწყვეტილება საფუძვლიანი იყო. რაც მთავარია, მივხვდი, რომ ეს არის ის სიყვარული, რომელსაც უნდა ვენდო.უკვე დიდი ვიყავი და შეცდომას აღარ დავუშვებდი.
წლები გავიდა და აღმოვაჩინე ადამიანი, რომელთან ერთადაც ოჯახის შექმნა მომინდა. არა ზოგადად ოჯახის შექმნა, ამ კონკრეტულ ადამიანთან ოჯახის შექმნას ვგულისხმობ. ოჯახი თუ უნდა მქონოდა, ამაზე მაგარს ვერ შევქმნიდი და ეს გახდა ჩემი გადაწყვეტილების საფუძველი. მე და ქეთის ძალიან გვიყვარს ერთმანეთი,“- ამბობს ნიკა ქავთარაძე ჟურნალ "თბილისელებთან".