ბორის ჯონსონის რჩეული 33 წლის ქერი საიმონდსია.
გამოცემის ინფორმაციით, ჯონსონისა და საიმონდის ქორწილი 2022 წლის 30 ივლისს გაიმართება, თუმცა, ცერემონიის გამართვის ადგილი, ჯერჯერობით, არ სახელდება.
ჯონსონმა და ქერიმ ნიშნობის შესახებ 2020 წლის თებერვალში განაცხადეს. წყვილი 2019 წლიდან ერთად ცხოვრობს. მათ საერთო შვილიც ჰყავთ.