დახურვა
სტილი
18.06.2021

22 ივ­ლისს 11 წელი შესრულდება ტრაგედიიდან, როცა გელა დაიურს მთელი ოჯახი დაეღუპა _ მომ­ღე­რა­ლი და პო­ე­ტი თე­ო­ნა ქუმ­სი­აშ­ვი­ლი და ორი ვაჟი – დე­მეტ­რე და ჯარ­ჯი.

გელა და­ი­ა­უ­რმა გა­და­ცე­მა ,,ყვი­თელ ყუთ­ში” ისა­უბ­რა, რომ ის შეყვარებულია. მან ასევე გაიხსენა ის ტრაგედია, რომელიც მის ჯახს მაშინ შეემთხვა, როცა ის 22-23 წლის ბიჭი იყო _ მისი და შემთხვევითმა ტყვიამ იმსხვერპლა.

-ის სრულ­ყო­ფი­ლი ბედ­ნი­ე­რე­ბა ალ­ბათ აღა­რას­დროს იქ­ნე­ბა… თუმ­ცა ცხოვ­რე­ბა გრძელ­დე­ბა. ამ ტრა­გე­დი­ის მა­ტა­რე­ბელ ადა­მი­ანს რომ და­უდ­გე­ბი გვერ­დით, ესე იგი ძლი­ე­რი უნდა იყო. სი­მარ­ტო­ვემ დამ­ღა­ლა. არას­დროს მი­ძებ­ნია ვინ­მე, ვერც ვე­რა­ვინ შეც­ვლის თეოს, მაგ­რამ დამ­ღა­ლა მარ­ტო ყოფ­ნამ. არ მინ­და, რომ მარ­ტომ ვი­ცხოვ­რო… და­ვი­ღა­ლე…

22-23 წლის ვიქ­ნე­ბო­დი. სახ­ლში სუფ­რა იყო და მა­მა­ჩე­მის ბი­ძაშ­ვი­ლი იყო სტუმ­რად. ერ­თად გაზ­რდი­ლე­ბი იყ­ვნენ და უხა­რო­დათ ერ­თმა­ნეთ­თან შეხ­ვედ­რა. მე სახ­ლში არ ვი­ყა­ვი, მთა­ში ვი­ყა­ვი ასუ­ლი და ამ დროს მომ­ხდა­რა ამ­ბა­ვი. ბე­ბე­რი ძაღ­ლი გვყავ­და და იმის მოკ­ვლა გა­და­უ­წყვე­ტია ამ კაცს და ძაღლს აცდა და ჩემს დას მოხ­ვდა. ბრმა ტყვია მოხ­ვდა მას და ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა 9 წლის ბავ­შვი, თაია.

მახ­სოვს დე­დას გა­ფით­რე­ბუ­ლი სახე. ძა­ლი­ან მძი­მედ მახ­სენ­დე­ბა ეს პე­რი­ო­დი. ეს ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც უნებ­ლი­ედ და მო­მიკ­ლა, გელა და­ი­ა­უ­რია. სამი წლის შემ­დეგ ეს ადა­მი­ა­ნი დაბრმავ­და და თვით­მკვლე­ლო­ბით და­ამ­თავ­რა სი­ცო­ცხლე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×