დახურვა
სტილი
18.06.2021

პიარის სპეციალისტი და რადიოწამყვანი ხატია შამუგია ჟურნალ „გზის“ რუბრიკაში მონაწილეობს, სადაც ცნობილ ადამიანებს სხვადასხვა აფორიზმზე აზრს ეკითხებიან.

ერთ-ერთი აფორიზმი – „ქვრივად დარჩენა სჯობია, ზარმაცი კაცის ყოლასა“ – ხატიამ ამგვარად შეაფასა:

რა დაახვედრა ხატია შამუგიამ მამამთილს ახალ წელს თეფშზე, რითაც მისი გაკვირვება გამოიწვია

„ქვრივად დარჩენას არავის ვუსურვებ, მაგრამ უვარგისი კაცის ცოლობას მარტოობა სჯობს. ამ აფორიზმს შევცვლიდი ასე: „მარტო დარჩენა სჯობია, ზარმაცი კაცის ყოლასა“.

რამდენ ადგილას ვმუშაობ და ვერ წარმომიდგენია, ყოველდღე ვდგებოდე, სამსახურში მივდიოდე და ამ დროს ჩემი ქმარი საწოლში კოტრიალობდეს“.

ხა­ტიას „ქუ­ჩის ბიჭ“ - გუ­რამ ლო­მი­ძეს­თან გან­ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ ხმა­მაღ­ლა და სა­ჯა­როდ არას­დროს უთ­ქვამს, რომ შეყ­ვა­რე­ბუ­ლია.

მის ცხოვ­რე­ბა­ში თუ რა­ი­მე სა­ხის გრძნო­ბა ან ურ­თი­ერ­თო­ბა იყო, ამას არას­დროს ასა­ჯა­რო­ებ­და, მაგ­რამ დად­გა ეტა­პი, რო­დე­საც შე­უძ­ლია თქვას: „დიახ, შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ვარ და თავს ბედ­ნი­ერ ქა­ლად ვგრძნობ!“

ხა­ტი­ას ცხოვ­რე­ბა­ში გა­მოჩ­ნდა ქართველი მამაკაცი, რო­მე­ლიც ირ­ლან­დი­ა­ში ცხოვ­რობს.

ცოტა ხნის წინ „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორში“ ხატია შამუგიამ მსმენელს პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული სიახლე გაუზიარა. ხატიას თქმით, მისი მეორე ნახევარი ზოდიაქოთი ლომია, დუბლინში ცხოვრობს და მასთან მალე თავადაც გაემგზავრება. ხელი კი, მიხეილ ცაგარლის რჩევით, დეკემბერში მოაწერეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×