დახურვა
სტილი
21.06.2021

21 ივნისს - წელიწადის ყველაზე გრძელ დღეს და ყველაზე მოკლე ღამეს - მზებუდობას აღვნიშნავთ. ასტრონომიულად ამ დღეს იწყება ზაფხული. წელს ეს დღე მზარდი მთვარის პერიოდში, სავსემთვარეობამდე რამდენიმე დღით ადრე დგება (სავსემთვარეობას ველოდებით 24 ივნისს). მთვარე ამ თვეშიც კვლავ ახლოსაა დედამიწასთან და მისი გავლენაც მაქსიმალურად იგრძნობა. გარშემო მყოფებს აღენიშნებათ: ემოციურობა, ბუტიაობა, ბავშვური ჯიუტობა. ეცადეთ, არ აჰყვეთ ემოციებს, არ იჩხუბოთ და იყვიროთ. პოზიტიური განწყობა რომ მიიზიდოთ, ჩაიცვით ყვითელი, ნარინჯისფერი, ოქროსფერი სამოსი. გაუმასპინძლდით მეგობრებს გემრიელობებით, თუ გსურთ, ბარაქა 

მოიზიდოთ, რაფაზე დადეთ საფულე, მთელი დღით დაიმუხტოს მზის ენერგიით. ბედნიერების მოსაპოვებლად, მზის ენერგიით დამუხტეთ თილისმა, ოქროს სამკაული.

ყოველ წელს, როცა მზე კირჩხიბის პირველ გრადუსში გადადის, ზაფხულის მზებუდობა დგება, წელს ეს მოვლენა 7:32-ზე დაიწყება. მთვარე ამ დღეს მორიელის ნიშანში იქნება, აქტიური წყლის სტიქია. იმატებს ინტუიცია, ადამიანებს უადვილდებათ დაფარულისა და საიდუმლოს ამოხსნა. მორიელს ვერავინ მოატყუებს. თუმცა, ემოციურობაც პიკზეა და ადამიანებს მისი მოთოკვა გაუჭირდებათ. მოერიდეთ ახლობლებისთვის გულისტკენას, სარკასტულ ხუმრობას. არ მიიღოთ მათრობელა საშუალებები.

ძველად, ზაფხულის მზებუდობაზე აგროვებდნენ სასარგებლო, სამკურნალო მცენარეებს, რადგან მიაჩნდათ, რომ ისინი მაქსიმალურად სავსენი იყვნენ დადებითი ენერგიით. ამ დღეს წყლით მოწმინდეთ იატაკი, გაწმინდეთ ფანჯრები, რათა მზის ენერგია უწყვეტად შემოვიდეს თქვენს ბინაში.

გირჩევთ, მზის ამოსვლას მიეგებოთ (მზე ამ დღეს 5:46-ზე ამოვა). შეგიძლიათ ჩაიფიქროთ სურვილი, ჩამოწეროთ სამომავლო მიზნები. ჯანმრთელობა, კეთილდღეობა და სიყვარული უსურვეთ საკუთარ თავს და ახლობლებს. იყავით სამყაროს მადლიერი, იმისთვის, რაც გაქვთ. ამ დღეს კარგი იქნება წყლის პროცედურები.

21 ივნისს მზეც და მთვარეც წყლის ნიშნებში - კირჩხიბსა და მორიელშია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×