დახურვა
სტილი
23.06.2021

საზოგადოებისთვის ცნობილ ბევრ ადამიანს ჰყავს პატარა შვილები, თუმცა ზოგიერთი მათგანი ნამდვილი ინსტაგრამის ვარსკვლავი გახდა - მშობლები მათ ფოტოებს ხშირად ავრცელებენ, ყოველთვის უამრავ მოწონებას იმსახურებს და მათ საზოგადოება უკვე კარგად იცნობს. ამჯერად ცნობილების 3 ყველაზე პოპულარულ პატარა ქალიშვილბს - ინსტაგრამის ვარსკვლავებს გადავავლებთ თვალს.

მომღერალი ირაკლი ნოზაძის და ია დუდაშვილის უფროსი ქალიშვილი ნიაკო რა ხანია, ინტერნეტვარსკვლავია, თავისი გვერდი აქვს სოციალურ ქსელში და უამრავი თაყვანისმცემელი. მისი ფოტოები და ვიდეოები მუდმივად იქცევს ყურადღებას. გოგონა უკვე ცნობილი ბრენდების ფოტოსესიებშიც მონაწილეობს და პატარა მოდელია. 

ინტერნეტვარსკვლავი გახდა ნოე სულაბერიძისა და ჯანეტ ქერდიყოშვილის გოგონა ანნა, რომელსაც ასევე ხშირად უღებენ ფოტოებს და მისი ფოტოსესიები დიდ მოწონებას იმსახურებს ხოლმე.

მოდელების, ანა ახვლედიანისა და გიგა ბერაიას ქალიშვილი ევაც სოციალურ ქსელში გავარსკვლავდა. გოგონას მშობლების გარეგნული მონაცემები გადაეცა მემკვიდრეობით და სავარაუდოდ, მომავალი მოდელია.

 ნია

ანა

ევა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×