დახურვა
სტილი
03.06.2021

მოდელი ანა შელია რამდენიმე დღის წინ საქართველში დაბრუნდა. ის და მისი მეუღლე, მორაგბე ლაშა ლომიძე საფრანგეთში ცხოვრობდნენ და ბავშვთან ერთად დროს საქართველოსგან შორს ატარებდნენ. ანა და ლაშა პატარა გოგოს მშობლები არიან, ელი ლომიძე წყვილის პირველი შვილია. პატარა ელი მშობლების "ინსტაგრამზე" პოპულარულია. გოგონა საოცრად ჰგავს მამას.

ანას ჩამოსვლას მოდელის ოჯახის წევრები და მეგობრები მოუთმენლად ელოდნენ. ანამ სოციალურ ქსელში პატარა ვიდეოკოლაჟიც გამოაქვეყნა. როგორც ჩანს, ელი ოჯახმა ახლახან გაიცნო და პატარა გოგონა ბებია-ბაბუასა და ოჯახის სხვა ნათესავებს პირველად შეხვდა.

ანა შელია ამჟამად სამოდელო კარიერისგან ისვენებს. ის საქართველოში მოდელი იყო, თუმცა ამ ეტაპზე დედობით არის დაკავებული. მისი მეუღლე, მორაგბე ლაშა ლომიძე აქტიური სპორტსმენია. წყვილი ერთად ბედნიერად ცხოვრობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×