დახურვა
სტილი
07.07.2021

პლაჟის მოდა - ბოლო წლებში განსაკუთრებით აქტუალური გახდა. სანაპიროზე მზის აბაზანების მიღების შემდეგ, კაფეში წასვლისას ან სანაპიროზე სასეირნოდ, შეიძლება უბრალოდ გადაიცვა საცურაო კოსტიუმზე გამჭვირვალე ტუნიკა, რომ საზოგადოებრივ ადგილებში კარგად გამოიყურებოდე. კურორტზე ჩასაცმელი ტანსაცმლის დეტალები გეხმარება დაფარო სხეულის პრობლემური ზონები და ამასთან, ლამაზად და მოდურად გამოიყურებოდე.

თუ არ იცით, საცურაო კოსტიუმის გარდა, რა და როგორ ჩაიცვათ პლაჟზე, ეს სტატია თქვენთვისაა. გთავაზობთ რამდენიმე მოდურ იდეას, რომლებიც ეფექტური სტილის შექმნაში დაგეხმარებათ.

1. ტუნიკა და კიმონო

ტუნიკა და კიმონო 

ერთ-ერთ უნივერსალურ ატრიბუტად ითვლება. მრავალფეროვანი ფორმების, ფერების, სტილისა და ნაჭრების წყალობით, ტუნიკა და კიმონო ნებისმიერს შეიძლება მოუხდეს. ასე შეუძლიათ ჩაიცვან 60+ წლის ქალებმაც. სილამაზის გარდა, ტუნიკა და კიმონო ვიზუალურად შესანიშნავად დაფარავს მუცელს, გარუჯულ ფეხებს კი იდეალურად გამოაჩენს. სწორად შერჩეული მოსაცმელი დაგეხმარებათ თქვენი სხეულის საუკეთესო ადგილების დემონსტრირების მოხდენასა და ნაკლის დაფარვაში.

კიდევ ერთი დიდი პლუსი, რაც აქვს კიმონოს - ის ძალიან ადვილად იცმევა საცურაო კოსტიუმის ზემოთ და არანაირ დამატებით ტანსაცმელს არ საჭიროებს. პლაჟის გარდერობის ეს მნიშვნელოვანი ატრიბუტი ყურადღებით უნდა შეარჩიოთ. უპირატესობა მიანიჭეთ ქსოვილებს: შიფონი, ბამბა, აბრეშუმი, სატინა. გარუჯულ კანს ძალიან უხდება მკვეთრი და ღია ფერები.

2. შარფი და შლაპა

იმისათვის, რომ პლაჟზე მოდურად გამოიყურებოდეთ, არ არის აუცილებელი, იყიდოთ ძვირად ღირებული საცურაო კოსტიუმი ან ჩანთა. საკმარისი იქნება, დაიხუროთ ლამაზი შლაპა და თეძოებზე ფერადი შარფი შემოიხვიოთ. არ დაგავიწყდეთ მზის სათვალე.

3. ჟანრის კლასიკა: მაისური + შორტი

ერთი შეხედვით, თითქოს პრიმიტიული არჩევანი, უბრალო მაისური და შორტიც შეიძლება გამოიყურებოდეს ძალიან ტრენდულად, თუ მასზე რაიმე საინტერესო პრინტი ან წარწერა იქნება. ჯინსის შორტთან ძალიან კარგად გამოიყურება თავისუფალი სტილის მაისური, თეთრი, შავი, ვარდისფერი, ცისფერი ან მარჯნისფერი ფერებით. თუ მუქი ფერები გიყვართ, გახსოვდეთ, რომ შავი ფერი განსაკუთრებით იზიდავს სიცხეს. 

4. კაბა-პერანგი

კიდევ ერთი მოდური ვარიანტი, რომელიც ძალიან პრაქტიკულიცაა. კაბა-პერანგის ბევრნაირი ვარიანტი არსებობს: დენიმი, კლასიკური, გრძელი, მოკლე და ა.შ. ის შეგიძლიათ ჩაიცვათ ტუნიკის ნაცვლად და პლაჟიდან პირდაპირ კურორტის ქუჩებში გაისეირნოთ. კაბა-პერანგს უხდება ტყავის ქამარი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×