დახურვა
სტილი
06.10.2022

მსოფლიო ჩემპიონი ლაშა ტალახაძე სულ ცოტა ხნის წინ გახდა მესამე შვილის მამა. ნიცა 8 აგვისტოს, „იმედის" კლინიკაში დაიბადა.

ლაშას და მის მეუღლეს, ანუკი დემურიას კიდევ 2 ქალიშვილი, მარიამი და ელენე ჰყავთ.

როგორი მამაა ყველაზე ძლიერი მამაკაცი საქართველოში.

„როცა გავიგე, რომ მესამეც გოგოა, ძალიან დიდი სიხარული იყო. მინდა ყველას ვუთხრა, რომ არ აქვს მნიშვნელობა, გოგო იქნება თუ ბიჭი, მთავარია უფალმა ჯანმრთელი ბავშვი გვაჩუქოს. ალბათ, გოგოს უფრო მეტი სიყვარული აქვს, ვიდრე ბიჭს.

ბავშვების აღზრდის პროცესში აქტიურად ჩართვას ვერ ვახერხებ, იქიდან გამომდინარე, რომ ძირითადად, შეკრებებზე მიწევს ყოფნა. ის თავისუფალი დრო, რაც მაქვს, ვცდილობ, რომ ოჯახში ვიყო და ბავშვებს ყურადღება მივაქციო." - ამბობს ტალახაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×