დახურვა
სტილი
08.10.2022

ლიზა ჩიჩუამ, სოციალურ ქსელ ინსტაგრამში ქორწილიდან პროფესიონალური ფოტოები შემოგვთავაზა. ფოტოგრაფი Evgeny Efanov-ია.

აქამდე უცნობ ფოტოებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. "ულამაზესი წყვილი", "კარგები ხართ და ეს თაიგულიც ულამაზესია", "ბედნიერება თქვენ", - უწერენ კომენტარებში წყვილს.

შეგახსენებთ, ირაკლი მაქაცარიასა და ლიზა ჩიჩუას ქორწილმა 23 ივლისს გრანდიოზულად ჩაიარა. ქორწილიდან უამრავი ფოტო თუ ვიდეო გავრცელდა, ყველა აღაფრთოვანა სიძე-დედოფლის ცეკვებმა თუ დუეტმა.

პატარძალს შთამბეჭდავი საქორწილო კაბა ეცვა, რომელსაც გრძელი ფატა ამშვენებდა. როგორც ირკვევა ულამაზესი კაბის დიზაინერი ჯაბა დიასამიძეა.

წყვილი საქორწილო მოგზაურობაში საბერძნეთში იმყოფებოდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"


Copyright © 2020-2024 by Stily. All rights reserved
×